ბათუმის პორტის თანამშრომლების ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ, პორტის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პორტის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ. ისინი ოთხი დღეა, ითხოვენ, რომ დირექტორს თანამდებობა დაეტოვებინა.
მთელი დღის განმავლობაში პორტის თანამშრომლებსა და მმართველი კომპანია "ყაზ-ტრანს ოილის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პორტის თანამშრომლების მოთხოვნით, მათ შორის მედიატორის ფუნქციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ასრულებდა.
თანამშრომლები ნავსადგურში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციით, პორტის მმართველი ყაზახური კომპანია თანამშრომელთა მასობრივ შემცირებას გეგმავდა.