ტყიბულში, სადაც ტრაგედიის შედეგად ექვსი მუშა გარდაიცვალა და სამი დაშავდა, სახალხო დამცველი ჩავიდა.
ნინო ლომჯარია დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს და დადგინდეს მიზეზები თუ რამ გამოიწვია მინდელის შახტში უბედური შემთხვევა.
„არის ვერსია, რაზეც ადმინისტრაცია საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტები ჩასულები არიან მაღაროში და პასუხები უნდა გაეცეს შეკითხვებს, რას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს სეისმური მოვლენა, რომლის პროგნოზირება არ იყო შესაძლებელი თუ იყო ისეთი მოვლენა, რისი პრევენციაც იყო შესაძლებელი და უსაფრთხოების რა ზომები იყო გატარებული იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ასეთი შედეგი,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.