19 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - პროფკავშირების თავმჯდომარე შრომის საერთაშორისო ექსპერტის მოწვევას ითხოვს

პროფკავშირების თავმჯდომარე ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

ირაკლი პეტრიაშვილი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს და ექსპერტები მოიწვიონ, რათა შახტები შეაფასონ. მისი თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს ის თავადაც მიმართავს.

„შრომის საერთაშორისო ექსპერტი მოიწვიონ და ხელისუფლებამ მსგავსი მოთხოვნა გააგზავნოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. მე მივმართავ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, რომ 2008 წლის დასკვნა, რაც ჰქონდა პროფკავშირებს ტყიბულის შახტების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, არის განსახორციელებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ მუშაობა შეუძლებელია. ეს შახტები არის სიცოცხლისთვის საშიში, ამას კომპანიის ადმინისტრაციაც კი აღიარებს,“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ტყიბულში ტრაგედიის შედეგად ექვსი მუშა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები