
"განქორწინების ხელოვნება"- ასე უწოდეს აუქციონს, რომელზეც ავსტრალიელმა მსახიობმა რასელ ქროუმ საკუთარი ნივთები გაყიდა. ვაჭრობა სიდნეიში სოთბის აუქციონის სახლში გაიმართა და მას მსახიობი პირადად ესწრებოდა.
გასაყიდად სულ 200-ზე მეტი ლოტი იყო გატანილი, მათ შორის გლადიატორის კოსტიუმი, რომაული სტილის ეტლი, 128 წლის ვიოლინო და როლექსის ოქროს საათი. კოლექციონერებმა ამ ნივთებში, საერთო ჯამში, თითქმის 3 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აუქციონი რასელ ქროუმ 54 წლის იუბილესა და ყოფილ მეუღლესთან, მომღერალ დანიელ სპენსერთან ქორწინების 15-ე წლისთავს დაამთხვია.