24 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
"განსაკუთრებით მინდა მივულოცო, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება აღდგომის სასწაულის გათავისება"-გიგი უგულავა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან მიულოცა მოქალაქეებს პარლამენტის ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან."

გიგი უგულავამ განსაკუთრებული აქცენტი მათზე გააკეთა, ვისაც დახმარება და იმედი დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ დღევანდელი დღესასწაულია ქრისტიანობის ქვაკუთხედი.

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დავრდომილთ, ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც სარჩო საბადებელი არ აქვს, ვინც უნარშეზღუდულია. ყველა იმ ადამიანს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება იმედი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება აღდგომის სასწაულის გათავისება,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები