20 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა

მხარდამჭერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციას ჩაბარდა. ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის ამ დრომდე თავისუფალი იყო.

ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი უზენაესმა სასამართლომ ორი დღის წინ ისე გასცა, რომ განაჩენის ყველა ინსტანციაში გასაჩივრებას არ დალოდებია. ლულა და სილვას სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის სახით ძვირადღირებული ბინის მიღებაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს.

დღის ამბები