ხანძარი სოფელ აღაიანში - ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს მოედო
08-04-2018 15:42
ხანძარი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში - ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს მოედო. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.