24 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
ტრამპი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს და ირანს აკისრებს და ასადს ცხოველს უწოდებს

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა პირველი განცხადება გააკეთა. შეერთებული შტატების ლიდერმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებასთან ერთად, მის მოკავშირეებს - რუსეთსა და ირანს დააკისრა და დაწერა, რომ ისინი დიდი საფასურს გადაიხდიან. ტრამპმა ბაშარ ალ ასადს ცხოველიც უწოდა. ოფიციალური დამასკო და მოსკოვი ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს არის მოგონილი საბაბით სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევისთვის მზადება. ავიაციამ ზარინის გაზის შემცველი ჭურვები ქალაქ დოუმაში ჩამოყარა, რომელიც აღმოსავლეთ გუთაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ბოლო რაიონია. იერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათასს აჭარბებს. 

დღის ამბები