25 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

თითქმის 20-საათიანი პატიმრობის შემდეგ, ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიევი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.  ორი მამაკაცი ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან გაიტაცეს. ისინი გატაცებასთან დაკავშირებულ დეტალებზე სამართალდამცველებს გორში, პოლიციის სამმართველოში ესაუბრნენ. ამჟამად ორივე მათგანი საკუთარ სახლში იმყოფება.

გუნდიშვილის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა ისინი ცალ-ცალკე აიყვანეს. პირველ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე, მოგვიანებით კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გატაცებულების გათავისუფლება ამჯერად, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდისა და სასამართლოს გარეშე მოხერხდა. მამაკაცები რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

„ძროხას ვაძოვებდი, გაიქცა ძროხა და გადავედი უნდა გადმომეგდო და მაგ მომენტში დამიჭირეს. ცალკე ვიყავი მე. ბაზაში მიმიყვანეს და მერე ცხინვალში,“ - ამბობს ელდარ გუნდიშვილი.

 

 

დღის ამბები