18 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
100 წლის განმავლობაში დამალული ცნობები - მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი საქართველოში აირჩიეს

მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი საქართველოში აირჩიეს. 100 წლის წინ, 34 წლის მუსლიმმა ქალმა პოლიტიკური თანამდებობა დემოკრატიული გზით მოიპოვა. ფარი ხანუმ სოფიევა გარდაბნის რაიონის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ფარი ხანუმ სოფიევა უხუცესებს კარგად ახსოვთ, თუმცა მისი ხსოვნა აქ ქალის პოლიტიკურ მიღწევებს არ უკავშირდება. სოფელი მას "კაცი- ქალის" ზედმეტსახელით იხსენებს. მისი თანამდებობა და ძლიერი ქალის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასე პირდაპირ ჩართვა იქ 100 წლის შემდეგაც ძალიან უკვირთ.

ოჯახმაც, როგორც მთელმა სოფელმა წინაპრის დეპუტატობის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინ, მათთან სტატიის მოსამზადებლად ჩასული ქართველი და ინგლისელი მკვლევარებისგან შეიტყო.

მთელი სოფლის იმედი და მრჩეველი ახალგაზრდა ქალი, გარდაბანში მამაკაცების საქმეებს არჩევდა, საოჯახო დავებში მუდამ მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი. სოფლის უხუცესების ინფორმაციით, მისი ავტორიტეტი თბილისს და საქართველოსაც სცდებოდა და აზერბაიჯანამდეც აღწევდა. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ფარი ხანუმის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

ლალი სოფიევა ამაყობს, რომ მის მხარეში ყველაზე პროგრესულმა დიდმა ბებიამ მსოფლიოს მუსლიმი ქალბატონების ისტორია შეცვალა.

 

დღის ამბები