18 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
woyoyo – ნაქსოვი ჩანთების ოჯახური ბიზნესი

wo-yo-yo - ჩანთების ოჯახური ბიზნესი. ლეკო მელაშვილი თავიდან მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ქსოვდა. ბოლო ორი წელია გადაწყვიტა საყვარელი ხელსაქმე ბიზნესად აქციოს.

გაათანამედროვა, განსხვავებული მოდელები შექმნა და ბრენდს გამოგონილი wo-yo-yo დაარქვა.

ჩანთის დამზადების პროცესი შრომატევადია, ლეკო მელაშვილი დამხმარეებთან ერთად ქსოვს, რომლებსაც თავად ასწავლის ტექნიკას. ყველა დეტალს აუცილებლად ხეში აკეთებს, რომელიც საამქროში სპეციალისტებთან ერთად იჭრება.

მთავარი სირთულე და როგორც თავად ამბობს, საიდუმლო ხის და ქსოვილის შეერთება ანუ ჩანთის აწყობაა. თითოს დაახლოებით 10 დღემდე სჭირდება.

პროდუქციის ფოტოებს სოციალურ ქსელში ათავსებენ. ჩანთების გარდა, სხვა აქსესუარებზე მუშაობენ. იცვლება ფორმა და ფერები თუმცა wo-yo-yo-ს დამახასიათებელი ნაქსოვი სახე იგივე რჩება, რაც დიზაინერმა დაწნული გოდრების შთაგონებით მოიფიქრა.

დღის ამბები