20 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 6 წლის ბავშვი

​ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა, ორთაჭალაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. დაღუპულია 6 წლის ბავშვი, დაშავებულები კი სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა "პინეოში" გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური, რადგან შეჯახების შედეგად დაზიანდა გაზგასამართი მოწყობილობა. 

ჯერჯერობით უცნობია მომხდარის დეტალები და მისი გამომწვევი მიზეზები, თუმცა ავარიის შედეგად 2 ავტომობილია დაზიანებული. 

შემთხვევა ორთაჭალაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

დღის ამბები