24 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
თავდასხმა ფერადკანიან სტუდენტებზე - შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ფერადკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ინციდენტი გუშინ საღამოს, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მოგვიანებით, ხელკეტებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიიდან გააძევეს.

მომხდარი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმაც გადაიღო. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და აქ მყოფმა ადამიანებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგდეს. ჩემს მეგობრებს ჩხუბი არ უნდოდათ. როდესაც სახლიდან ჩამოვედი მეც მიყვიროდნენ , მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე“- ამბობს ივზი ზაქაია.

დღის ამბები