25 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
"ენმ"-ის წევრებმა ზუგდიდში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ზუგდიდში 29 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მათი თქმით, 9 აპრილი ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მნიშვნელოვან ქუჩას სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული მოქალაქეების სახელი უდნა ეწოდოს.

„ეს არის დღე, რომელშიც ერთდროულად ერთიანდება სიხარულიც, ტკივილიც, დღესასწაულიც და გლოვაც. ჩვენი ვალია, ყველგან და ყოველთვის მივაგოთ პატივი იმ ქართველების ხსოვნას, რომლებმაც მათთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

განცხადება 9 აპრილის დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გააკეთა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ.

„თაობას, რომელიც დაიბადა 9 აპრილის შემდეგ, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში, ყველაზე მეტად მოეთხოვება, რომ ჩაერთოს პროცესებში უფრო აქტიურად და იყვნენ ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები