24 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
მერია მიიღეს იმ გადაწყვეტილებას, რომ ქალბატონი ლეილა ხუთშაბათს დაიკრძალოს დიდუბის პანთეონში - ოქიტაშვილი 

ლეგენდარული ქართველ მსახიობ, ლეილა აბაშიძეს სავარაუდოდ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამ თხოვნით, ლეილა აბაშიძის შვილი თბილისის მერიას მიმართავს. სწორედ კახა კალაძის პასუხის შემდეგ გაირკვევა, სად დაკრძალავენ ლეგენდარულ ქართველ მსახიობს.

„რამაზ დანელია წერილით მიმართავს ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს, რომ ქალბატონი ლეილა აბაშიძე დაკრძალული იქნეს მისი ბაბუის, ცნობილი ფილოსოფოსის, მეცნიერის და აკადემიკოსის სერგი დანელიას გვერდით. ამ წერილს ხელს აწერს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მე ვფიქრობ, რომ მერია მიიღეს იმ გადაწყვეტილებას, რომ ქალბატონი ლეილა ხუთშაბათს დაიკრძალოს დიდუბის პანთეონში,“ - განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  88 წლის ასაკში, ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს, მისი მდგომარეობა კი გუშინ უკიდურესად დამძიმდა.

დღის ამბები