10 თებერვალი 2025,   02:01
ვრცლად
მურად მარგოშვილის მამა შვილის დაღუპვას და მის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს არ ადასტურებს

მურად მარგოშვილის მამა, ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი შვილი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს, არ ადასტურებს. მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის უახლოეს მოკავშირედ არის ცნობილი.

მურად მარგოშვილის მამის, ირაკლი მარგოშვილის თქმით, მას სირიიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

მამას შვილთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.

„არ ვიცი, მართალია თუ ტყუილი, მე თქვენგან მოვისმინე ეს ამბავი. არავითარი ხმა არ ყოფილა ასეთი. რომ ეთქვათ აქ არ ვიჯდებოდი, წავიდოდი. მეც მაინტერესებს, შვილია, როგორც არ უნდა იყოს. არაფერი არ ვიცოდი მაგის, არ გაგვიგია ჩვენ ასეთი რამ,“ - ამბობს მურად მარგოშვილის მამა.

გარდა ამისა, ირაკლი მარგოშვილი შვილის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს გამორიცხავს.

მურად მარგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან არის. ის 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მარჯვენა ხელის მურად მარგოშვილის ლიკვიდაცია ქალაქ კირკუკის შემოგარენში მოხდა.

დღის ამბები