24 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მთავრობას ამერიკის საპასუხო სანქციების მომზადება დაავალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მთავრობას ამერიკის საპასუხო სანქციების მომზადება დაავალა. შეერთებული შტატების მიერ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მოადგილეებთან შეხვედრაზე განიხილა.

ახალი სანქციები რუს ოლიგარქებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაშინგტონმა გასულ კვირას დაუწესა. შავ სიას კიდევ 38 გვარი და კომპანია დაემატა. მათ შორისაა კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა. მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების აქციების ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა.

სანქციების დაწესებამ უარყოფითად იმოქმედა რუსეთის ეროვნულ ვალუტაზეც. დღეს ერთი რუბლი დოლართან მიმართებით 2 პროცენტით გაუფასურდა.

დღის ამბები