19 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
ნაცემი სამართალდამცველები, დამტვერული პოლიციის მანქანა - სასამართლომ 9 დაკავებულიდან 3 გაათავისუფლა

ნაცემი სამართალდამცველები, დამტვერული პოლიციის მანქანა და 9 დაკავებული - ასე დასრულდა გორში, სადგურის უბანში გუშინ მოხმდარი მასობრივი ჩხუბი.

9 დაკავებულიდან 3, რომელბსაც გამოძიება ადმინსტარციულ სამართალდარღვევას ედავება, სასამართლომ დღეს გაათავისუფლა. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება კიდევ 6 პირი, რომლებსაც გამძიება უკვე სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობას ედავება.

სასამართლოდან დღეს გათავისუფლებული პირები ყვებიან, რომ ჩხუბის დროს ე.წ. სადგურის უბანში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, პოლიციელებს დაკავებულების დანაშაული დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოზე არ წარუდგენიათ. საქმეში არ დევს არც დაკავების ამსახველი ქუჩის კამერის კადრები.

„ის, რაც განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გაჯერებული მტკიცებულებებით. დღეს სხდომაზე არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. დისკი არ არის. გარე პერიმეტრზე არიან დაკავებული ბიჭები, რა დროსაც თავისი ნებით მივიდნენ მეგობრების სანახავად ამ პერიოდში არიან აყვანილი, საინტერესოა, რომ ამ გარე პერიმეტრის დისკიც არ არის, როგორ მოხდა მათი დაკავება. უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“-ამბობს ადვოკატი.

ერთ-ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ პოლიცია მოქალაქეებს თავს დაესხა და ახალგაზრდები სამართალდამცველებმა სცემეს.

„პოლიცია დაესხა თავს, ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ პოლიციელები...სცემდნენ ბიჭებს... დაესხა პოლიცია, ნუ სვამთ აქო... დუბინკებით სცემეს პოლიციელებმა ბიჭები“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი და თვითმხილველი.

სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე სულ 9 პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაშავებულია ხუთი პოლიციელი, ისინი საავადმყოფოში სახის არეში მიყენებული ტრავმებით გადაიყვანეს.

დღის ამბები