ერევანში სომხეთის რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. არმენ სარქისიანმა ფიცი საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დადო. ის ქვეყანას 7 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოსტზე სერჟ სარქისიანი ჩაანაცვლა, რომელიც სომხეთს 2008 წლიდან ედგა სათავეში. პარლამენტი ქვეყნის ახალ პრემიერს 17 აპრილს აირჩევს. მმართველი რესპუბლიკური პარტია თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.