19 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
კრიტიკული ხმების განადგურების მცდელობის შთაბეჭდილება იქმნებოდა - "Freedom House"-ის წარმომადგენელი „რუსთავი2“-ზე საუბრობს

„რუსთავი 2“-ის საქმე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მედიის თავისუფლება გაუარესდა, - ამის შესახებ “Freedom House”-ის წარმომადგენელმა განაცხადა.

“Freedom House”-ის წარმომადგენელის ნეიდ შენკანის განცხადბით, „რუსთავი2“ უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს მედია პლურალიზმში.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

„რუსთავი 2"-ის საქმე მედიის თავისუფლების ვარდნის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ჩვენთვის რუსთავი 2"-ზე ზეწოლის დონის გასაგებად. როდესაც საქართველოში სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, პოლიტიკური ვენდეტისა და კრიტიკული ხმების განადგურების მცდელობის შთაბეჭდილება იქმნებოდა.

"ჩვენ ქართულ მედიაში სხვა მოვლენებიც გავითვალისწინეთ. მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელში პროგრამირებისა და რედაქციის პერსონალის შეცვლა. ასევე კერძო მედიასაშუალებების შერწყმა, რაც ჩვენი ანალიზის მიხედვით უფრო მეტად გადავიდა "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული აქტორების კონტროლის ქვეშ. შემიძლია გითხრათ, რომ "რუსთავი 2" დღესაც რჩება საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან ნაწილად," - აცხადებს "ფრიდომ ჰაუსის" წარმომადგენელი ნეით შენკანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები