19 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
"არ უარვყოფ რომ ივანიშვილს აქვს გავლენა... "ფრიდომ ჰაუსმა" გადაწყვიტა, რომ ამას დაარქვას არაფორმალური მმართველობა" - ვოლსკი

"ფრიდომ ჰაუსის" მოხსენების იმ ნაწილს, სადაც საუბარია არაფორმალურ მმართველობაზე და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ვენდეტას მიმართავს და ინარჩუნებს გავლენას უმრავლესობაზე, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. გია ვოლსკი არ მალავს, რომ გავლენები ბიძინა ივანიშვილს აქვს, თუმცა ამაში გასაკრიტიკებელს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით არაფერია საკვირველი, რომ პარტიის დამფუძნებელთან გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება და ამ პროცესს "ფრიდომ ჰაუსი" არაფორმალურ მმართველობას უწოდებს.  

„მე არ უარვყოფ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა საზოგადოებაში. მე არ უარვყოფ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია გარკვეული რესურსი, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ეს რესურსი იხარჯება ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუ კი რამე საკითხი არსებობს რომ პარტიის დამფუძნებელთან იქნეს შეთანხმებული, ვფიქრობ არც პრემიერ-მინისტრმა, არც პარლამენტის თავმჯდომარემ ამისგან თავი არ უნდა შეიკავოს. მთავარია ამას რა სახელს დავარქმევთ, "ფრიდომ ჰაუსმა" გადაწყვიტა, რომ დაარქვას არაფორმალური მმართველობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

საერთაშორისო გავლენიანმა  ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება. დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად დოკუმენტში მოყვანილია "რუსთავი 2"-ის საქმე. 

.

ამავე თემაზე
დღის ამბები