19 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის, 25-წლიან დიპლომატიური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. 

თბილისის მერი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

„მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია. გვინდა, რომ მათი გამოცდილება, რა რეფორმა, რა პროექტები განახორციელეს ამ მიმართულებით, გადმოვიტანოთ თბილისში. შევთანხმდით ასევე იმაზე, რომ ივნისში ჩავატარებთ თბილისში დიდ ბიზნეს ფორუმს, სადაც მოწვეული იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები, ასევე ქართველი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რა შესაძლებლობებიც გააჩნია საქართველოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები