23 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
„ეს არის ნამდვილი ტროას ცხენი,“ - ოპოზიცია რუსული "НТВ-плюс"-ის საქართველოში მაუწყებლობის შესაძლო დაწყებას აფასებს

„ეს არის ნამდვილი ტროას ცხენი,“ - ასე აფასებს  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა რუსული "НТВ-плюс"-ის საქართველოში მაუწყებლობის შესაძლო დაწყებას.

ოპოზიციის წევრი დაუშვებლად მიიჩნევს მის ქვეყანაში შემოშვებას და ამბობს, რომ ამაზე პასუხიმგებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება.  

 „ეს არის გაზპრომის შვილობილი კომპანია, რომელიც პირდაპირ არის ფაბრიკა რუსული პროპაგანდის, ანუ რისი, ტყუილის, დეზინფორმაციის, დემორალიზაციის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევის, ოკუპაციასთან შეგუების. ას არის პირდაპირ პოლიტიკური იარაღი ამიტომ, სრულიად დაუშვებელია ამ მთავრობის პირობებშიც კი მათი შემოშვება. მთავრობაც რომ დაუშვას, ჩვენ არ დავუშვებთ, და რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ამაზე იქნება ივანიშვილის თავის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. სოციალური პროექტის საფარ ქვეშ შემოშვება "НТВ-плюс"-ის, ნიშნავს იმას, რომ ისინი პროპაგანდას უფასოდ დაარიგებენ, ეს არის ნამდვილი ტროას ცხენი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ "НТВ-плюс"-ის საქართველოში შემოსვლა პროპაგანდისტული მანქანის შემოსვლას უტოლდება.

„ეს არის, ფაქტობრივად, პროპაგანდისტული მანქანის შემოსვლა საქართველოში და ზუსტად გუშინ, ლილუაშვილს ვეკითხებით იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აფინანსებს პირდაპირ ანტი დასავლურ  მედიას, ასევე მედიას, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით და ეს ფაქტობრივად, თანმხვედრი პროცესებია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი, როდესაც პრემიერი მინისტრი ცრემლით სავსე წერილებს უგზავნიდა რუსეთს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მედია ჰოლდინგის, "გაზპრომ მედიას" ოპერატორი, "НТВ-плюс" საქართველოს ფასიანი ტელემაუწყებლობის ბაზარზე გავიდა და კომპანია ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის გარდა, სოციალურ მისიად განიხილავს.

დღის ამბები