18 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
„116 ადამიანია, ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება" - გია ვოლსკი უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს

„არ არის იმდენად დაძაბული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ მუშაობა საჭიროა,“- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ  შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, გუნდში პრობლემა არსებობს, თუმცა ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.

„116 ადამიანია, ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება, ყველას ერთი და იგივე შეხედულება იგივე საკითხზე ვერ ექნება. არ მგონია, რომ რომელიმე ჯგუფი, პოლიტიკური ჯგუფები მყავს მხედველობაში, ფიქრობდეს იმაზე, ვინმე სადმე უნდა გადადგეს ან ჩვენს ერთობას რაიმე უნდა დაემუქროს. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ძლიერია გამაერთიანებელი მუხტი, ვიდრე რაღაც დაპირისპირების ელემენტები, გაცილებით უფრო ძლიერია,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები