19 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ტრეისი მორგანს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ტრეისი მორგანს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. კომედიანტი მსახიობის და ტელეწამყვანის ვარსკვლავი რიგით 2 633-ეა. ეს პატივი ცნობილ მსახიობს, რომელმაც თამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში ნიუ-იორკის ქუჩებში დაიწყო, კომედიური ჟანრის ფილმებსა და გადაცემაში შეტანილი წვლილისთვის ერგო. მსახიობს მაყურებელი იუმორისტული გადაცემა შაბათის შოუდან და ათობით ფილმში შესრულებული როლით იცნობს. ამჟამად ის პოპულარულ ტელესერიალში "30 სტუდიაში" მონაწილეობს, რისთვისაც წელს ემი-ს ქანდაკებაზეც იყო ნომინირებული. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია ოსკაროსან სცენარისტს ჯორდან პელეს და და კომიკოსს მსახიობს მატინ ლოურენსს მიჰყავდათ.

დღის ამბები