24 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დუბაიში ბურჯ-ხალიფა დაათვალიერეს

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ემირატებში სტუმრობა კულტურული ღონისძიებებით გრძელდება. პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ-ხალიფა დაათვალიერეს.

აბუ დაბიში კი პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შეიხ ზაედის მეჩეთი მოინახულეს, რომელიც გამორჩეული არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური 82 გუმბათიანი შენობაა. ის აერთიანებს ისლამური სამყაროს კულტურული მრავალფეროვნებით არქიტექტურისა და ხელოვნების ისტორიულ და თანამედროვე ღირებულებებს.

დღის ამბები