20 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
პოლიტიკური ვენდეტა, კრიტიკული არხის ჩახშობის მცდელობა და ივანიშვილის გავლენები - Freedom House-ის კრიტიკული ანგარიში

"Freedom House"-მა თავისუფლების ხარისხი 29 ქვეყნაში შეისწავლა და დააგინა, რომ დემოკრატიის განვითარება გარდამავალ ქვეყენებში რისკის ქვეშაა. დასკვნაში წერია, რომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველო, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და ყირგიზეთის მსგავსად, ნეგატიური მიმართულებით მოძრაობს.

"Freedom House"-ის პროექტების დირექტორი, ნეით შენკანი „კურიერთან“ ადასტურებს, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მედიის თავისუფლება გაუარესდა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის პრეზენტაცია ბრიუსელში გაიმართა.

"Freedom House"-ის ანგარიშში გაჩნდა ტერმინი "პოლიტიკური ვენდეტა." ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს არ ამბობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და მისი სამიზნე მიხეილ სააკაშვილია.

„პოლიტიკურ ვენდეტაში ვიგულისხმეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფიგურების სამართლებრივი დევნა, რომელიც გარდამავალ პერიოდის შემდეგ დაიწყო, ასევე სასამართლო პროცესები და მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკურ ნიშნებს ატარებდა. ვერ გეტყვით, რა არის ივანიშვილის მოტივი. მაგრამ როდესაც გაქვს პარტია, შედიხარ პოლიტიკაში, მიზანი გამარჯვება ხდება. საშიშროება, რის შესახებაც ვაფრთხილებთ, ასეთია: თუ არჩევნები ერთხელ მოიგე, მისცემ თუ არა სხვებსაც გამარჯვების შანსს. აუცილებლად უნდა არსებობდეს ხელისუფლების შეცვლის საშუალება არჩევნების გზით. ასეთია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების იდეა,“- განაცხადა "Freedom House"-ის პროექტების დირექტორმა, ნეით შენკანმა.

ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის გავლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტზეა საუბარი, მათ შორის საუბარია პროექტ „პანორამა თბილისზე.“

ამავე თემაზე
დღის ამბები