19 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობები - ოპოზიცია კომპანია "არქი ჯგუფისა" და კახა კალაძის საერთო ინტერესებზე საუბრობს

ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობები თბილისში - დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ „არქი ჯგუფი,“ რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში აშენებს, ცალკეულ შემთხვევებში ბინებს ისე ყიდის, რომ მშენებლობის ნებართვა საერთოდ არ აქვს.

დიდ დიღომში, პეტრიწისა და თავდადებულის ქუჩებს შორის, კომპანია „არქი ჯგუფი“ მორიგი მასშტაბური მშენებლობისთვის ემზადება.  კომპანიამ სამუშაოები იქ, რამდენიმე თვის წინ, ისე დაიწყო, რომ ამ დრომდე არ არსებობს მშენებლობის ნებართვა. კომპანია „არქი ჯგუფში“ დარწმუნებულები არიან, რომ მშენებლობის ნებართვას მერია მათ დღეს თუ არა ხვალ მაინც მისცემს, სწორედ ამიტომ ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

ნებართვის გარეშე დაწყებულ მშენებლობას ოპოზიცია კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელების, ძმები წულაიებისა და კახი კალაძის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. დეპუტატების თქმით, თბილისის მერთან ბიზნესმენების კავშირი ახალი არ არის.

დიღომი, ჩაჩავას ქუჩაზე 4517 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სამომავლოდ ასაშენებელ ბინებს კომპანია „არქი ჯგუფი“ აქაც ყიდის, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არც ამ შემთხვევაში აქვს.

„კურიერის“ მიმართვის შემდეგ, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურეს, რომ ჯერჯერობით, არცერთ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა არ მიუღიათ.

მერიის ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ’’არქი დიღომის“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოებაა დაწყებული. ზედამხედველობის სამსახურმა დაადგინა, რომ სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც ის დროებით შეჩერებულია.

 

დღის ამბები