ნუცუბიძის ქუჩაზე, მერსედესის მარკის ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ჩხრეკა გუშინ, ვეძისში მომხდარი დაჭრის გამოძიების ფარგლებში ხორციელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ზემო ვეძისში შეიარაღებული თავდასხმის დროს 5 ადამიანი დაჭრეს.