ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გერის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა. ამის შესახებ მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის ახლობლები საუბრობენ. მოკლულის დედა ამბობს, რომ მას ყოფილი მეუღლე შვილის მკვლელობით ემუქრებოდა.
„სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო! მე მოვეკალი,“-აცხადებს მოკლული ქალის დედა.
მოკლული თამარ გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეში ჩაასვენეს. მოკლულის ბებია ამბობს, რომ მკვლელი მის შვილიშვილს დილიდან ელოდებოდა სადარბაზოში.
„უნდა მოეკლა რომელიმე, ყარაულობდა,“ - განაცხადა მერი გოგაძემ და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს უნდა მოეხდინათ რეაგირება მაშინ, როდესაც მათ დახმარებისთვის მიმართეს.