20 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
ახალი დეტალები 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე - დანაშაულის ჩადენამდე მკვლელის შეწყალებაზე პრეზიდენტი ისაუბრებს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ბრიფინგს მარგველაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის გოგონას, თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად მიმალვაში მყოფი გოგონას მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავეს, ის ძალადობის მუხლით სასჯელს მანამდეც იხდიდა, თუმცა საპატიმრო პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების შედეგად დატოვა.

დღის ამბები