20 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
იარაღით უკანონო ვაჭრობა - სასამართლო „დენთის“ მფლობელისა და მისი მეგობრის პატიმრობაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საუბარია თბილისში მდებარე იარაღის მაღაზიის, „დენთის“ დამფუძნებელ, პაატა მუსერიძესა და მის მეგობარზე გიორგი ბახტაძეზე. წინასწარი ინფორმაციით, საქმე შავ ბაზარზე იარაღით უკანონო ვაჭრობას ეხება.

სასამართლო პროცესზე მცირე კომენტარი გააკეთა ბრალდებულმა პაატა მუსერიძემ, რომელმაც ფაქტობრივად დანაშაული აღიარა.

რაც შეეხება გიორგი ბახტაძეს, მისი ადვოკატის განცხადებით მან თავად მიმართა პოლიციას და ჩააბარა იარაღი. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი ქმედების გამო არსებული კანონმდებლობით მას პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს.

„გიორგი ბახტაძე, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციელების მიერ დააკავეს მას შემდეგ რაც მან თავისი ნებით წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციას, რომელსაც ინახავდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში და აბსოლუტურად თითოეული იარაღის წარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  პოლიციას. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით  ნებაყოფლობით ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,“-განაცხადა გიორგი ბახტაძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ბრალდებული ლევან მუსერიძე დაკავებული არის ცეცხლსასროლი იარაღების გასაღების ფაქტზე. კერძოდ, მან მოქალაქეზე გაასაღა ორი ცალი გლოკის მოდელის უნომრო პისტოლეტი რაშიც  7000$. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მეორე პირი, მისი ნაცნობი გიორგი ბახტაძე, რომლის მიმართ ჩატარდა ასევე საგამოძიებო მოქმედებები და რომლის ფარგლებშიც მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული იქნა ათეულობით იარაღი და სამასამდე საბრძოლო ვაზნა,“-განაცხადა  პროკურორმა ვაჟა თოდუამ. 

დღის ამბები