18 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
სირიაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები იწყებენ მუშაობას

„თუ სირიის რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოიყენებს მომწამვლელ გაზს, შეერთებული შტატები მზად არის მოქმედებისთვის. როდესაც ჩვენი პრეზიდენტი წითელ ხაზს ავლებს, ის ყოველთვის მოქმედებს თუ ვინმე ამ წითელ ხაზებს კვეთს,“-მკაცრი გაფრთხილება ვაშინგტონისგან სირიამ და მისმა მოკავშირე რუსეთმა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მიიღეს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც მოსკოვმა - სირიაში მოკავშირეების სამხედრო ოპერაციის დასაგმობად მოიწვია, ასადის რეჟიმის და მისი მფარველის წარმომადგენლები წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ. ვასილი ნებენზიამ ვერ დაარწმუნა უშიშროების წევრები, რომ მოკავშირე ამერიკამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სამხედრო ოპერაციით საერთაშორისო სამართლის ნორმები და გაეროს წესდება დაარღვიეს.

ერთჯერადი სამხედრო ოპერაციის ინიციატორები რუსეთს გაფრთხილებასთან ერთად კრიზისის მოსაგვარებლად თანამშრომლობას სთავაზობენ და მოსკოვის შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან.

პარალელურად, სირიაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები იწყებენ მუშაობას. საერთაშორისო ექსპერტებმა დუმაში 7 აპრილს მომხდარი ქიმიური თავდასხმის ტერიტორია უნდა შეისწავლონ და დაზარალებული ხალხის მდგომარეობა გამოიკვლიონ.  

დღის ამბები