12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, მხარეები დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგებიან.
ბრალდების მხარე სააპელაციოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.
შემთხვევა გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე ორი წლის წინ მოხდა, ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს შეეჯახა, გოგონა დაიღუპა.
გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბიჭი შეჯახებისას ნასვამი იყო.