ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკს წარმატება უსურვა და გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი.