23 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
ბარნოვის ქუჩის მკვლელობა - ბრალდებული მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს 

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ციხეშია გადაყვანილი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშული აღიარა, მაგრამ კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა.

ბაქრაძემ უარყო, რომ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ბავშვების თვალწინ ჩაიდინა და შემდეგ სახლის დაწვას ცდილობდა.

დედის მკვლელობას რომ შვილები ესწრებოდნენ, ამას ბავშვების მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენებებიც ადასტურებს. არასრულწლოვნები დეტალურად აღწერენ მკვლელობის მომენტს და ყვებიან, რომ ვეფხია ბაქრაძე მკვლელობის შემდეგ, ნაქირავებ ბინაში ბენზინს ასხამდა.

გამოძიება ვარაუდობს რომ ბრალდებული სახლის დაწვას და ამ ფორმით დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა.

პროკურატურა იმასაც ადასტურებს, რომ მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის დედას პირველად ბრალდებულმა შეატყობინა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა არაფერი თქვა დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით. რატომ გამოჭრა ყელი 25 წლის გერს, ეს კითხვა საზარელ მკვლელობაში ერთადერთმა ბრალდებულმა, ვეფხვია ბაქრაძემ, უპასუხოდ დატოვა. 

დღის ამბები