19 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
აქციები, ბლოკირებული სამთავრობო შენობები და დაკავებული დემონსტრანტები - სომხეთში ვითარება სულ უფრო იძაბება

ერევნის სამთავრობო კვარტალი ოპოზიციისა და დემონსტრანტების ალყაშია მოქცეული. ვითარება სომხეთში სულ უფრო იძაბება. სამთავრობო შენობების ბლოკირება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სპეცრაზმმა პარლამენტთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

დემონსტრანტებმა ალყაში მოაქციეს გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკასაციო სასამართლო და მთავრობის ახალი კორპუსი. აქციის ორგანიზატორებმა ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

„გადადგით ნაბიჯი სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ“ - ამ შინაარსის შეძახილები დღეს დედაქალაქის ყველა ქუჩაზე ისმოდა.

ყველა ქუჩაზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველები აკავებდნენ აქტივისტებს, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ.

ორდღიანი სახალხო პროტესტის მიუხედავად, სერჟ სარქისიანი პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მაინც დაამტკიცა.

სიტყვით გამოსვლისას ახლადარჩეულმა პრემიერმა ქუჩაში მიმდინარე აქციების შესახებ განაცხადა, რომ სამთავრობო დაწესებულებების ბლოკირებას მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვს.

დემონსტრანტები კი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

 

დღის ამბები