19 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება - ქუჩებში მობილიზებულია სპეცრაზმი

ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტებმა წუხელ პოლიციის მიერ გახსნილი პიკეტი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

გადაიკეტა საფრანგეთის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, მათ შორის ბაგრამიანის გამზირიც, სადაც პარლამენტი და პრემიერის სასახლე მდებარეობს.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები მივიდნენ.

„ჩვენ ამ პოლიციელების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ვაპროტესტებთ სერჟ სარქისიანის არჩევას პრემიერმინისტრის პოსტზე, მას არ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან ხალხს არ აურჩევია, ახლა ვიწყებთ ადმინისტრაციის ალყაში მოქცევის ოპერაციას,“- განაცხადა ოპოზიციის ლიდერი, აქციის ორგანიზატორმა, ნიკოლ პაშინიანმა.

 

 

დღის ამბები