25 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
საფრანგეთი ე.წ. კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

ქართველი კრიმინალური ავტრორიტეტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპრაციის დეტალებზე დამატებით ინფრომაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.

მედია მიუთითებს, რომ საფრანგეთში ძებნილი კრიმინალი ლაშა შუშანაშვილი სალონიკში, ორ სხვა ეჭვმიტანილთან ერთად აიყვანეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში 2012 წელს - ნარკოტიკების, იარაღისა და ძვირფასეულობის კონტრაბანდისა და საერთაშორისო მაფიოზური დაჯგუფების ხელმძღვანელობის ბრალდებით გაასამართლეს და 14 წელი მიუსაჯეს.

საბერძნეთის სასამართლომ საქართველოსა და ესპანეთს ექსტრადიციაზე უარი უთხრა, თუმცა 2016 წელს გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, ლაშა შუშანაშვილი საფრანგეთის მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე გუშინ დააკავეს, მისი საფრანგეთში ექსტრადირების საკითხს სალონიკის პროკურატურა განიხილავს.

დღის ამბები