20 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
"მინდა ვენდო სასამართლოს" - არასამთავრობო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

"მინდა ვენდო სასამართლოს" -ამ სახელწოდებით კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო სექტორი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

კოალიცია დამოუკიდებლი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების წევრები ირაკლი კობახიძესთან ერთად განიხილავენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას.

ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს გააცნობენ, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით.

სამოქალაქო სექტორი სასამართლოს კლანური მმართველობის შესახებ საუბრობს.

„ვფიქრობთ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობა ხელს უშლის უკვე არსებული კარგი რეგულაციების ზუსტად აღსრულებას“- აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები