20 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
იციან ვინ არიან მკვლელები, მატყუებენ, მაფურთხებენ სახეში და ნაცარს მაყრიან თვალებში - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, სასამართლოში პროკურატურიდან მივიდა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ გამოძიება ჩიხში შედის. სარალიძის თქმით, მას ედავებიან, რომ ჟურნალისტებთან საკუთარი შვილის ტრაგედიაზე „სხვისი შთაგონებით“ საუბრობს.

სარალიძის თქმით, აშკარაა, რომ პროკურატურა დაზარალებულებით მანიპულირებს, სინამდვილეში კი კარგად იციან რეალური მკვლელების ვინაობა.

„დამადანაშაულეს, რომ ვიღაცის შთაგონებით ვაკეთებ მე კომენტარებს ჟურნალისტებთან ჩემი შვილის თაობაზე. ანუ ჩემზე ვიღაც ზეწოლას ახდენს, რომ ვთქვა, რომ მკვლელები ისევ გარეთ დადიან.

"მინდა, რომ პირდაპირ უხეშად უზრდელი სიტყვებით მივმართო მალხაზ კაპანაძეს, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ მანიპულირება ხდება დაზარალებულების. პირიქით მანიპულირება ხდება პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩვენზე, რომლებიც მატყუებენ, მაფურთხებენ სახეში და ნაცარს მაყრიან თვალებში. ძალიან კარგად იციან, ვინ არიან მკვლელები და ვინ არიან გამოსააშკარავებლები და ძალიან კარგად იციან, ვინ მფარველობს მათ. დროზე მოეგონ გონს და გამოფხიზლდნენ“-აცხადებ ზაზა სარალიძე.

დღის ამბები