01 დეკემბერი 2021,   04:22
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - აჭარაში იპოთეკით დაზარალებულები გამოსახლების დროებით შეჩერებას ითხოვენ

აჭარაში იპოთეკით დაზარალებულების აქცია -დაზარალებულები ქუთაისში პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეები პარლამენტს მიმართავენ თხოვნით, შეჩერდეს გამოსახლებები და გაიცეს გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები.

„ორი წელია ჩემი საქმე დევს ბათუმის პროკურატურაში. ჩემი საქმის პროკურორმა განმიცხადა, რომ ვიცით თაღლითია, მაგრამ ვერ ვიჭერთო. ეს თუ არის სამართალი და ეს თუ უნდა მითხრას პროკურორმა, მაშინ არ ვიცი, ვის მივმართო,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებულები.

აქციას „თავისუფალი საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.

„არავინ არავის მათხოვარი არ არის, არავის არაფრის ჩუქება არ უნდა, ამ ხალხის მოთხოვნაა ერთი, რომ ეს იყოს ადამიანური პოლიტიკა. კრედიტები გაკეთდეს ადამიანური და ადამიანი იყოს უპირველესი ღირებულება. შეჩერდეს უპირობოდ, ყველანაირი გამოსახლება, სანამ ახალი კანონპროექტი არ იქნება,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები