19 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
ყირგიზეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განკარგულებას ხელი ქვეყნის ლიდერმა მას შემდეგ მოაწერა, რაც პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

დადგენილების თანახმად, პრემიერი და კაბინეტის სხვა წევრები მოვალეობას მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე გააგრძელებენ.

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ინიციატივა ორ ოპოზიციურ ფრაქციას ეკუთვნოდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. 

დღის ამბები