19 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
შრომის უსაფრთხოება - ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.

მსჯელობა შრომის უსაფრთხოების მხრივ მიდგომების შეცვლაზე მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გააქტიურდა. პროფკავშირები ასევე ითხოვს მაღალი რისკის შემცველი პროფესიებისთვის საპენსიო ასაკმა დაიწიოს.

„წარმოდგენილი იყო იმ პირობების ჩამონათვალი, რომელსაც პროფკავშირები თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საწარმოში დასაქმებული ადამიანებისთვის. ჩვენ ეს საკითხები გავყავით ორ პირობით ჯგუფად. ერთი ნაწილი არის სოციალური შეღავათები, ხოლო მეორე ნაწილი არის შრომის უსაფრთხოება“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები