მეხანძრე-მაშველებმა მეიდანზე, რესტორან "მაჭახელაში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის კერების დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი დაახლოებით 40 წუთის წინ გაჩნდა. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
დაშავებული არავინ არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი რესტორნის სხვენს მოედო.
მაშველებმა რესტორანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.