25 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
ერევანში დემონსტრანტებმა აეროპორტის გზა და საქართველო-ირანისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს

სომხეთის დედაქალაქი ამ დროისთვის თითქმის მთლიანად პარალიზებულია. ერევნის ცენტრალური ქუჩების შემდეგ დემონსტრანტებმა ცოტა ხნის წინ აეროპორტის გზა და საქართველოსა და ირანისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს.

ოპოზიცია ხელისუფლებიდან მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ჩამოშორებას და სერჟ სარგსიანის შემდეგ, მისი მოვალეობის შემსრულებლის გადადგომასაც მოითხოვს.

19:00 საათზე კი ერევნის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყება, სადაც ოპოზიცია მხარდამჭერებს საკუთარ გეგმებს და მოთხოვნებს გააცნობს. 

დღის ამბები