სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს პარლამენტში პირველ მაისს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განცხადებით, საგანგებო სხდომა 12 საათზე დაინიშნა. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ პოსტზე საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა უკვე წარადგინა.
პრემიერის ასარჩევად სულ 53 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ ქუჩაში არიან გამოსული, თუმცა ნიკოლ პაშინიანმა მათ დღეს ქუჩების ბლოკირების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის ლიდერის თქმით, აუცილებელია აღდგეს სატრანსპორტო მოძრაობა. საპროტესტო აქციების ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს მოსკოვში მართავს.