18 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
სესხის გაცემის წესის გამკაცრება - რეგულაციებს კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემხაურებიან

ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებისთვის ახალ რეგულაციების დაწესებას ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის შეფასებით, სესხის გაცემის წესის გამკაცრება ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

რეგულაციების მიხედვით, ბანკები სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, მოქალაქეებზე სესხებს აღარ გასცემენ. ბანკებს მოუწევთ შემოსავლების და ხარჯების დათვლა, რამაც შესაძლოა, პრობლემები თვითდასაქმებული ადამინებისთვის შექმნას.

„ბოლო რეგულაცია საკმაოდ მკაცრია და ასეთი ფორმით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე. ამიტომ, ჩვენ დღეს უკვე გვაქვს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. რეგულაციები ეხება სამომხმარებლო სესხების მოცულობას და ზრდის ტემპებს და ასეთი ფორმით მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სესხების მოცულობასა და ზრდაზე,“- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

რეგულაციები პირველ ეტაპზე ბანკებს შეეხებათ, თუმცა მიმდინარეობს მუშობა, რომ ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდეს. ორგანიზაციების წარმომადგენლები წესების გამკაცრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„მოთხოვნა რომ არ იყოს, არც იარსებებდა მიკროსაფინანსოები, არც ბანკებს ექნებოდათ შესაბამისი პროდუქტები. პირიქით, მოთხოვნა არის, მიწოდება რომ გაქრება, პრობლემა გაჩნდება. ჩნდება ჩრდილოვანი ეკონომიკა, ანუ მევახშეებს რომ ეძახიან,“- განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ოქეის" წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ფერიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები