19 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის 659 შემთხვევა-შსს სტატისტიკას აქვეყნებს

სამართალდამცავებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ კი მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებს შორის არის:

12 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 73 კარაბინი, შაშხანა და სანადირო თოფი, 34 ცეცხლსასროლი პისტოლეტი და რევოლვერი, 11 თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, 18 აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს,  უწყების ინფორმაციით პირველი იანვრიდან  დღემდე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ კი დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს.

​ 

დღის ამბები