
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 2019-2020 წლის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამას აცხადებს.
პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის შეტანა უკვე დღეიდანაა შესაძლებელი. ბოლო ვადა კი 1 აგვისტოა.
სასტიპენდიო პროგრამა ამერიკის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამის ყველა დისციპლინაში სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.